კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ,, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს თბილისის ,,დინამოს,, უმასპინძლა.შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმის 25 -ე წუთზე დინამოელებმა ანგარიში გახსნეს და შეხვედრაც მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ამ გამარჯვებით თბილისის ,,დინამომ ,, გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა,ხოლო ,,ტორპედო,, 19 ქულით კვლავ მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ქუთაისელები 4 ივლისს გამართავენ და თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ,,საბურთალოს,, ესტუმრებიან.