17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა
28.06.2021
უკან დაბრუნება
17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მოზარდი კატასტროფის ცენტრის მიერ ოზურგეთიდან ქუთაისში გუშინ გადმოიყვანეს. ბიჭი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. დღის ამბებთან კლინიკის ექიმი ლევან ჭელიძე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა მძიმეა, მას შესაბამისი კვლევები და მანიპულაციები უტარდება.
,,დღის ამბებს,, საშუალება ჰქონდა 17 წლის მოზარდის ახლობლებს გასაუბრებოდა, როგორც მისი და აღნიშნავს, ბიჭი ოზურგეთის კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, საკუთარი მონაცემების თქმისას კი გონება დაკარგა, რის შემდეგაც მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.