შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლეიბორისტულ პარტიას 2021 წლის თვითმართველობს არჩევნებში დაფინანსება უწყდება
28.06.2021
უკან დაბრუნება
ლეიბორისტულ პარტიას 2021 წლის თვითმართველობს არჩევნებში დაფინანსება უწყდება. მათ ასევე, საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება არ მიეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. პარტიის წევრი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება,, ლეიბორისტული პარტიის დასჯას ცდილობს.მისვე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერა არანაირ პოლიტიკურ და ეთიკურ ნორმებში არ ჯდება. ირაკლი კიკვაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ .