დღეს ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
25.06.2021
უკან დაბრუნება
დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ფილიალში დღეს ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის ეგიდითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის მიზანია საზოგადოებას გაეცნოს ორმაგი – სმენისა და მხედველობის - სენსორული დარღვევის მქონე ადამიანთა გამოწვევებს.
კვირეული 21-იდან 27 ივნისის ჩათვლით, ხორციელდება
პროექტის „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“ ფარგლებში.
სტატისტიკის თანახმად საქართველოში სულ ყრუ უსინათლო 700-მდე ადამიანია.