შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა
25.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა . ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტია; თანაორგანიზატორი -ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ფორუმში მონაწილეობენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ქალაქები და რეგიონები; ქალაქები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და დასავლეთ ევროპიდან; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის და USAID პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა"-სთან ერთად.