შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ყაჩაღობა ქუთაისში
23.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მაღაზია ,, კაი-მარკეტი“ დააყაჩაღეს, როგორც ფართის მეპატრონემ ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში განაცხადა, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22 საათზე, მაღაზიის დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა, რა დროსაც2 ნიღბიანი მარკეტში შეიჭრა და მუქარის ძალით თანხა გაიტანა. ფართის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 1000 ლარი. დასახელებული მაღაზია აღნიშნულ ლოკაციაზე დაახლოებით 20 წელია ფუნქციონირებს, ყაჩაღობის ფაქტი პირველი შემთხვევაა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.