სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია-კარლ ჰარცელმა წყალტუბოში ვიზიტისას განაცხადა
23.06.2021
უკან დაბრუნება
სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა წყალტუბოში ვიზიტისას განაცხადა.ელჩის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აჩქარება დაუშვებელია და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას პარლამენტი გაითვალისწინებს.