ქუთაისის რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურს უმასპინძლა
23.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურს უმასპინძლა,სადაც ქუთაისის ,,ტორპედომ ,გათამაშების ლიდერი ბათუმის ,,დინამო ,,მიიღო.შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.მატჩის პირველი ნახევარი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 2-0 დასრულდა. რაც შეეხება თამაშის მეორე ტაიმს, ტორპედოელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. გოლები ოლეგ მამასახლისის და ფადი ზიდანის ანგარიშზეა .შეხვედრა საბოლოოოდ ფრედ 2-2 დასრულდა, აღსანიშნავია რომ ამ მატჩში ტორპედოს კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობდა და ის ქუთასელების მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა.მოპოვებული ერთი ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში 19 ქულით კვლავ მე-7 პოზიციაზეა.მომდევნო მატჩს ტორპედო კვლავ შინ 27 ივნისს გამართავს და გათამაშების მეორე ადგილოსან თბილისის ,,დინამოს,, უმასპინძლებს.