შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროკავშირის ელჩი საქართველოში წყალტუბოს სტუმრობდა
23.06.2021
უკან დაბრუნება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქვეყნის რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთს კერძოდ კი წყალტუბოს ესტუმრა. ელჩი , ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წელს შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. კარლ ჰარცელი იმ ადგილობრივებს შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსება მიიღეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნაწარმი: თაფლი, ღვინო, პური, თექის ნივთები, და სხვა. წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაერთიანებულია 230 ადამიანი. იგი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან. შეხვედრა თეთრი მღვიმის ტერიტორიაზე გაიმართა.