ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას განაგრძობს
18.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას განაგრძობს. შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. სამუშაოებს შპს „ გლობალ ბილდინგი“ ასრულებს. შანიძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 819 000 ლარია გამოყოფილი და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ქალაქის მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა ჩხობაძის ქუჩის მე-3 ჩიხში მშენებარე და ფოთის ქუჩაზე ახლახან დასრულებული მინი სპორტული მოედნები მოინახულეს.იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით,მიმდინარე წელს ქუთაისში 8 ახალი მარტივი ტიპის მოედანის მოწყობა იგეგმება , რაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების იქნება.