საქართველოში 2019 წლიდან 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯამში 90 ადამიანი დაიღუპა
18.06.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში 2019 წლიდან 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯამში 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია შრომის ინსპექციიდან ,,ინტერპრესნიუსმა,, გამოითხოვა.
როგორც საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი დასაქმებული თბილისში დაიღუპა-35 ადამიანი.რაც შეეხება იმერეთს, აქ დაღუპულტა რიცხვი 19-ს აღწევს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა.
როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, ბოლო პერიოდში მსგავსი ინფორმაცია უფრო გამჭირვალეა , ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რიგ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა სწორი აღრიცხვიანობა არ მიმდინარეობს.