ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
16.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეცნო. ხორავას ქუჩაზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება ტროტუარები. აქვე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, მოეწყობა საპარკინგე ადგილი. აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი“ ასრულებს.