,,ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც“
16.06.2021
უკან დაბრუნება
,,ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც“ ეს განცხადება დღეს ქუთაისში სტუმრად მყოფმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააკეთა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვან პრევენციად რეკომენდაციების დაცვა რჩება, მინისტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე ინდური შტამის შემთხვევები ინფიცირებულთა 8 პროცენტს შეადგენს, უფრო კონკრეტულად კი ქვეყანაში დასახელებული შტამის დიაგნოზი 18 ადამიანს აქვს.