შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა
16.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედელის მოწყობის მიზნით 255 000 ლარი სტიქიის ფონდიდან გამოიყო. „ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის განახლება, რკინა-ბეტონის კედლის აღდგენა, გაკეთდება ლითონის მოაჯირიც. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს, აგვისტოში დასრულდება. ქალაქის მერმა მოსაშვილის ქუჩასა და ლესელიძის მე-5 შესახვევში რეაბილიტირებული გზაც დაათვალიერა. ამ ქუჩებზე გზის საფარის აღდგენაზე 98 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები „ ჯეო-როუდ ინვესტმა“ შეასრულა.