შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბოლო პერიოდში მოზარდებში მწვავე ვირუსული ინფექცია ჩუტყვავილა გააქტიურდა
16.06.2021
უკან დაბრუნება
ბოლო პერიოდში მოზარდებში მწვავე ვირუსული ინფექცია ჩუტყვავილა გააქტიურდა . ინფექციის წყაროს წარმოადგენს ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი. დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. დაინფიცირების შემთხვავეში, ინფექციის განვითარების შანსი 90%-ს აღწევს.დაავადების შემდეგ იმუნიტეტი მყარია მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩუტყვავილა სიცოცხლისათვის საშიშ ინფექციად არ მიიჩნევა. ექიმ ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით , მკურნალობა სიმპტომატურად ხდება.