შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მისურის უნივერსიტეტის ფიზიკის დოქტორი დავით ნოზაძე სტუმრობდა
15.06.2021
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მისურის უნივერსიტეტის ფიზიკის დოქტორი დავით ნოზაძე სტუმრობდა, ნოზაძე CISCO-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, 20-მდე პუბლიკაციის თანაავტორი და ორი პატენტის მფლობელია, მან სტუდენტებთან საჯარო ლექცია წაიკითხა, ლექციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა სილიკონის ველის მოკლე ისტორია და მისი როლი ტექნოლოგიების განვითარებაში; კვლევები სწრაფი/მომავალი ინტერნეტის შესახებ; სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები სილიკონის ველზე და სხვა.შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული სტაფი დაესწრნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს სისტემატურად მართავს რაც ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს.