კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ქუთაისის ,,ტორპედო,, თბილისის ,,ლოკომოტივს ,, შეხვდა
15.06.2021
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ქუთაისის ,,ტორპედო,, თბილისის ,,ლოკომოტივს ,, შეხვდა.თამაში საგურამოში გაიმართა.პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი კი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათ ,,ტორპედოს,, კარში სამი გოლის გაიტანეს, ხოლო ქუთაისლებმა ერთი ბურთის გატანა შეძლეს. გოლი ლაშა ჩალაძის ანგარიშზეა.საბოლოოდ მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ,,ლოკომოტივისთვის,, ეს მიყოლებით მე-6 გამარჯვებაა და მოპოვებული სამი ქულით ისინი გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ,ხოლო ,,ტორპედო,, 17 ქულით კვლავ მეშვიდე პოზიციაზეა.მომდევნო შეხვედრას ქუთაისელები შინ გამართავენ და რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე 18 ივნისს წყალტუბოს ,,სამგურალს ,, უმასპინძლებენ.