შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა
15.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა. შემაჯამებელი შეხვედრა კოლეჯ „იბერიაში“ შედგა. შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ქუთაისის მერია , სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად , 1 წელზე მეტია ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს. უკვე ჩატარდა საჭიროებების კვლევა და ამ კვლევებზე დაფუძნებით სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა. დოკუმენტს ქუთაისის საკრებულო დაამტკიცებს.