საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება არ იგეგმება
14.06.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება არ იგეგმება. თურნავამ ასევე განმარტა, რა შემთხვევაში დატოვებენ სამართალდამცველები ხეობას.მინისტრის თქმით, როგორც კი ექნებათ საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ კომპანიას ხელს არ შეუშლიან, არ მოხდება თანამშრომლებზე ზეწოლა და არ დააზიანებენ კომპანიის აქტივებს, საპოლიციო ძალები ხეობას დატოვებენ