შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები ისევ აღმართულია
14.06.2021
უკან დაბრუნება
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა მხარეებს შორის 12 ივნისს შედგა . რიონის ხეობის მცველებმა რამდენიმე პირობა დააყენეს, რომლებიც რკინის ბარიკადების აღებას, ადგილიდან საპოლიციო ძალების გასვლას, დაკავებულების გათავისუფლებასა და პროტესტის რიონის ხეობაში დაბრუნებას გულისხმობს. როგორც აქტივისტები აცხადებენ პირობები 18 ივნისამდე უნდა შესრულდეს. დღეს გუმათში რკინის ბარიკადები ისევ არის აღმართული და პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს