წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლა აშენდა
12.06.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლა აშენდა.
სოფელ გეგუთის N1 და სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სკოლებში შეძლებენ. პარალელურად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედნები, განახლდა ინვენტარი.პროექტის ფარგლებში მოხდა შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სკოლებში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული კლასები და სპორტული დარბაზები. აღნიშნულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.