შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კულტურის მინისტრის გელათში ვიზიტს ევროპა ჩვენია სახლიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და გელათის საკითხებში აქტიურად ჩართული თორნიკე ბარათაშვილი ეხმაურება
12.06.2021
უკან დაბრუნება
კულტურის მინისტრის გელათში ვიზიტს ევროპა ჩვენია სახლიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და გელათის საკითხებში აქტიურად ჩართული თორნიკე ბარათაშვილი ეხმაურება ,, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მომდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით" -ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ყალბი პატეთიკით და უშინაარსო წინადადებებითაა გაჯერებული. ინფორმაციისთვის, თეა წულუკიანი გელათს ოთხშაბათს ადრიან დილით სტუმრობდა, ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და შესაბამისად არცერთი მედიასაშუალების ობიექტივში არ მოხვდა. ჩვენც დროში ავცდით. შესაბამისად, კრიტიკული შეკითხვები მინისტს არ მოუსმენია წერს ტორნიკე ბარათაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე , ბარათაშვილი ამჟამად ქალაქგარეთ იმყოფება და შესაბამისად ჩვენ მასთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ.