შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ხუთი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს
12.06.2021
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ხუთი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება . 2021 წელს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის თანხა 175 000 ლარამდე გაიზარდა , რომლის ფარგლებში 5 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები 2" ასრულებს.