შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა
12.06.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ.