ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სანდიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და აკადემიური დელეგაცია სტუმრობდა
12.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სანდიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და აკადემიური დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან პროგრამებს, შეხვდნენ სტუდენტებს, დაათვალიერეს აკადემიური და რეკრეაციული სივრცეები. ვიზიტისას, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.