შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხვალ ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს დროებით შეუწყდება
11.06.2021
უკან დაბრუნება
ხვალ ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს დროებით შეუწყდება, ამიას შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს და ორგანიზაციებს როგორც ცენტრალურ ასევე მიმდებარე უბნებში.დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.