შორაპნის ციხის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა, აღნიშნულს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, პროექტის თანახმად უნდა მოხდეს ციხის კონსერვაცია და რეაბილიტაცია. ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება, პროექტის თანახმად იგეგმება ასევე მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაც.
პროექტირებაში ჩართულია იმერეთის ტურიზმის ცენტრი, ცენტრის წარმომადგენლები დღეს დასახელებულ ლოკაციაზე იმყოფებიან , სადაც მოხდება ციხის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა.