ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 92 ადამიანი გადის მკურნალობას
11.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 92 ადამიანი გადის მკურნალობას. მათგან 8 რეანიმაციაშია. მათი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. დაინფიცრებულებს შორის 10 არასრულწლოვანია. კლინიკის კლინიკური დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის ჯამში 105 ადგილია გათვლილი. მათგან თავისუფალი კი მხოლოდ 13-ია. მისვე თქმით, კოვიდ 19ის შემთხვევბის კლების მიუხედავად, მათ კლინიკაში მომართვიანობა ზრდადია.