დასავლეთ საქართველოში 26 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
11.06.2021
უკან დაბრუნება
დასავლეთ საქართველოში 26 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. 13-ში წვიმის სახით ნალექია მოსალოდნელი.16 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით მცირე წვიმებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული საგენტოს კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის , ავთანდილ ქვაჩაკიძის თქმით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდები არქტიკული ჰაერის მასების შემოსვლითაა გამოწვეული.