8 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 178 738 აცრა
08.06.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით,ვაქცინის ორი დოზით ჯამურად 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა.8 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 178 738 აცრა.
თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან ერთად ნიღბის ტარება კვლავაც რჩება ყველაზე ქმედით მექანიზმად ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის