ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს
08.06.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.