შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
05.06.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელ გზას. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ამორტიზებული გზის 4.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. ამ ეტაპზე ადგილზე ასფალტის საფარის პირველი ფენა ეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესს ჭიათურის მერი გივიმოდებაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი მოიცავს 4.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯიდაჯი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დარკვეთი-მოხოროთუბნის მონაკვეთზე ასფალტირებული გზა ამდრომდე არ არსებობდა.