სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას ტორპედო ქუთაისი წარმატებით იყენებს
05.06.2021
უკან დაბრუნება
სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას ტორპედო ქუთაისი წარმატებით იყენებს. შესვენების პერიოდში გუნდი აქტიურად ვარჯიშობს. აღნიშნულ პერიოდში ტორპედომ 2 ამხანაგური მატჩი გამართა, მათ შორის ბათუმში ადგილობრივ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ რომელიც 2-2 დასრულდა. შეგახსენებთ ტორპედომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო ისე რომ საკუთარ კარში არ მიუღიათ ბურთი ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ქუთაისური კლუბი მომდევნო მატჩს 9 ივნისს სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.