მმართველობის მონიტორინგის ცენტრი შუქრუთის მაცხოვრებლების მხარდასაჭერ აქციას 6 ივნისს, თბილისში აანონსებს
04.06.2021
უკან დაბრუნება
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი შუქრუთის მაცხოვრებლების მხარდასაჭერ აქციას 6 ივნისს, თბილისში აანონსებს. ორგანიზაციის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოშიმშილეთა მდგომარეობა საყურადღებოა.
ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, აქციის მონაწილეთა ბედით მთავრობა უნდა დაინტერესდეს და ასევე, კომპანიამ უნდა მიცეს გარანტია სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებს, რომ მათი ქონება შეფასდება მთლიანად და არა მხოლოდ ზარალის ნაწილში.