ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დღეს მშრალი შიმშილობა დაიწყო
04.06.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დღეს მშრალი შიმშილობა დაიწყო.შუქრუთის მაცხოვრებლები მეექვსე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოს წინ იმყოფებიან. ერთ-ერთი მოშიმშილე ჯანო ლაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მათი პრობლემებით ისევ არავინ დაინტერესებულა.
შიმშილობის ფონზე აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება პერიოდულად ჭირდებათ.