შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ერთი ლეტალური შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა
02.06.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ერთი ლეტალური შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. გარდაიცვალა 80 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდ ინფიციებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაშია. მთავარი ექიმი ნოდარ მაღლაფერიძე საქართველოში სიკვდილიანობის სტატისტიკაზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვში ასკოვანი კატეგორია შედის და მიიჩნევს, რომ გამოსავალი ვაქცინაციაშია.