ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გუშინ ძლიერი ნალექი მოვიდა
01.06.2021
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გუშინ ძლიერი ნალექი მოვიდა. ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვას ადმინისტრაციული ერთეულები უხვმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა.
სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში სავალი გზა დაზიანდა, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება . აღნიშნულისთვის დაახლოებით 20 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ მოსახლეობას ,მიმდინრეობს ზარალის დათლა შემდგომი რეაგირებისთვის.