ნორჩ მხატვართა პლენერი“ჩემი ქუთაისი“ დღეს ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაიმართა
01.06.2021
უკან დაბრუნება
ნორჩ მხატვართა პლენერი“ჩემი ქუთაისი“ დღეს ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაიმართა. მასში მონაწილეობა გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს.
50-მდე მოსწავლე ქუთაისთან და ბავშვთა დღესთან ასოცირებულ ნახატებს ადგილზე ქმნიდა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება ქუთაისის მერიის მიერაა ორგანიზებული.