წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი მიიღო
29.05.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი მიიღო.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში, საგანმანათლებლო და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე აღინიშნა , რომ წყალტუბოსა და უნგენის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერას აუცილებლად მოჰყვება საქმიანი და პარტნიორული კონტაქტები როგორც ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთგამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე წარმატებული რეფორმების გატარების კუთხით.
ამ ეტაპზე წყალტუბოს შვიდი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს.