მომდევნო კვირას ქუთაისის საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლებას 2058 მოსწავლე განაგრძობს
29.05.2021
უკან დაბრუნება
მომდევნო კვირას ქუთაისის საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლებას 2058 მოსწავლე განაგრძობს. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სტატისტიკა კლებადია, რადგან მე12 კლასელებმა როგორც ცნობილია სწავლა უკვე დაასრულეს. ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა , მოსწავლე დაახლოებით 84500, რაც შეეხება პედაგოგებს მათი რიცხვი 2800 შეადგენს, მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაზე მოთხოვნის გაკეთება კვირის ყოველ ოთხშაბათ დღეს შეუძლიათ.