საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ჯარიმებს უკანონოს უწოდებს
29.05.2021
უკან დაბრუნება
14 აპრილს რიონის ხეობის მცველების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილე პირების უმეტესობას,მათ ვინც მსვლელობას ავტომობილებით შეუერთდნენ, 200 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.რაც მოქალაქეებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ჯარიმებს უკანონოს უწოდებს და განმარტავს,რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი დაშინების პოლიტიკაა.