დღეს დილით ხმაური იყო გუმათში, სადაც ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ოფისია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლებს სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება სურდათ, რასაც ადგილზე მყოფი „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტი მოჰყვა. ისინი კომპანიის თანამშრომლებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. პროცესში ადგილზე მყოფი სამართალდამცავები ჩაერთვნენ. გთავაზობთ ჟურნალისტის ლაშა მესხის მიერ გადაღებულ კადრებს. მომენტისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.