ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტი კვლავ გრძელდება
28.05.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტი კვლავ გრძელდება .მოსახლეობის მოთხოვნები უცვლელი რჩება.
მეთვრამეტე დღეა რაც 8 ადამიანი შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
მოშიმშილეები სოფლის მცხოვრებთა კიდევ ერთ ნაწილთან ერთად, უკვე სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ შუქრუთშიკომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, სახლებს უნგრევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.
შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი აფასებს.