ზაალ გორგიძე გუმათში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება
27.05.2021
უკან დაბრუნება
,,ეს იყო გამოხატვის თავისუფლება და რიონის ხეობის მცველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ სისხლის სამართლებრივ დარღვევას“ ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე გუმათში განვითარებული მოვლენების სამართლებრივ ჭრილში გადატანას , კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებას სახელმწიფოს კუთვნილი ნივთის დაზიანების მუხლით . უწყებაში ამბობენ რომ რიონის ხეობის შესასვლელში, გუმათთან, პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებს ორ ადგილას, დაახლოებით 40 სანტიმეტრზე გვერდი დაზიანებული აქვს რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. შეგახსენებთ რომ გუმათში აღმართულ რკინის კედელზე, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, პროტესტის ნიშნად, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში აბრახუნებდნენ.საიაში მიაჩნიათ რომ ფაქტზე საქმის აღძვრა თავისუფალი ნების გამოხატვას ეწინააღმდეგება.