შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რიონის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, გუმათჰესთან რკინის ჯებირები ისევ აღმართეს
26.05.2021
უკან დაბრუნება
რიონის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, გუმათჰესთან რკინის ჯებირები ისევ აღმართეს. ბარიკადების რაოდენობა გაზრდილია და პოლიციაა მობილიზებული. ხეობაში მობილიზება მას შემდეგ შეინიშნება , რაც მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ დღეს თბილისში 16:00 საათზე დაანონსებული აქციის შემდეგ ისევ ხეობაში დაბრუნდებიან და პროტესტს განაგრძობენ. აქციის შემდეგ რიონის ხეობის მცველები ხეობისკენ კოლონებით გამოემართებიან.