დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
26.05.2021
უკან დაბრუნება
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა დიდმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.
ისტორიკოს დავით სულაბერიძის თქმით აღნიშნული თარიღი საქართველოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.