ტურისტული ატრაქციების გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ეხმიანება
26.05.2021
უკან დაბრუნება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორებისთვის იხსნება. დღეს დილის 10 საათიდან 18:00 საათამდე ობიექტები რეგულაციების დაცვით იმუშავებს.
ტურისტული ატრაქციების გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ეხმიანება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა.