მერაბ კოსტავამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში
26.05.2021
უკან დაბრუნება
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
მისი და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, და რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
კოსტავა არაერთხელ იყო დაპატიმრებული,იყო გადასახლებული ციმბირში,ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.
მერაბ კოსტავამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.