ქუთაისის ,,ტორპედომ,, ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-15 ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
25.05.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ,,ტორპედომ,, ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-15 ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.ამჯერად ისინი ზესტაფონში დავით აბაშიძის სახ.ცენტრალურ სტადიონზე ნომინალური მასპინძლის როლში მყოფ ქობულეთის ,,შუქურას,, დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა,ხოლო მეორე ტაიმში ტორპედოელებმა სრული მობილიზება მოახდინეს და ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.გოლები მეჰდი ბუკასმა და ფადი ზიდანმა მიითვალეს და შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.მოპოვებული სამი ქულით ტორპედომ გათამაშების ცხრილში ერთი პოზიციით ზემოდ აიწია და 16 ქულით მე-7 ადგილზეა.მომდევნო შეხვედრას ტორპედოელები რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე 9-ივნისს გამართავენ და ,, სამტრედიას ,, უმასპინძლებენ.