საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა ვაქცინაცია დაიწყო
25.05.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინა 18 წელს ზევით მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „სინოვაკი“ ტრადიციული მეთოდით, ინაქტივრებული ვირუსის გამოყენებით შექმნილი ვაქცინაა და მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.
ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაა მათ შორის სადაც სინოფარმის პარალელურად სინოვაკის ვაქცინაციაც განხორციელდება.